Skip to content
Menu
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • შექმნის ისტორია
    • ჩვენი მიზნები და ხედვა
    • ჩვენი გუნდი
    • სიახლეები
    • კონტაქტი
  • პროექტები
    • ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროექტი
    • ადვოკატირება
    • საქველმოქმედო აქციები
    • ცნობიერების ამაღლება
  • სუპერგმირები
    • რეალური ისტორიები
    • ილუსტრაციები
  • საინფორმაციო მასალა
    • ოჯახების მხარდაჭერა
    • სტატისტიკა
    • გაიგე მეტი ბავშვთა სიმსივნეების შესახებ
  • პარტნიორები
    • კორპორატიული პარტნიორობა
  • შემოგვიერთდი
    • მოხალისე
    • დონაცია
    • ამბასადორის პროგრამა
  • გალერეა
    • ფოტო მასალა
    • ვიდეო მასალა
ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები

ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები

ონკობავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა

დონაცია

გაიგე მეტი ბავშვთა სიმსივნეების შესახებ


ყველაზე ხშირად დასმული კითხვა: – ბავშვებსაც ემართებათ სიმსივნე? – შესაძლებელია ბავშვი სიმსივნით დაიბადოს? – ორივე შემთხვევაში, დიახ, შესაძლებელია!

პედიატრიული სიმსივნეების გარშემო არსებული უამრავი სტერეოტიპი არსებობს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია იმ წყაროების მითითება სადაც შეგიძლიათ სწორი ინფორმაციის მოძიება. სამწუხაროდ, ქართულ ენაზე მასალების დიდი არჩევანი არ არის, თუმცა, ჩვენი ორგანიზაცია გამუდმებით მუშაობს დოკუმენტების თარგმნაზე და ყველა ახლად გადათარგმნილი ინფორმაცია განთავსდება აქ!


ბავშვთა სიმსივნეების სიმპტომები და გამაფრთხილებელი ნიშნები

ორგანიზაცია ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები 2022 წლიდან არის პედიატრიული ონკოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების წევრი, რაც საშუალებას გვაძლევს გვქონდეს წვდომა ისეთ მნიშვნელოვან საინფორმაციო დოკუმენტაციაზე, როგორიც ე.წ. ჯიბის ქარდია.

ჯიბის ქარდი შექმნა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ერთობლივი მუშაობის შედეგად და გამოსცა, საზოგადოებაში ბავშვთა სიმსივნეების სიმპტომების შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით. ჩვენმა ორგანიზაციამ ბროშურა თარგმნა და ახლა ის უკვე ქართველი მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომია.

ჯიბის ქარდი – ბავშვთა სიმსივნეების სიმპტომების ჩამონათვალიჩამოტვირთვა

როგორ ავუხსნა ბავშვს ანუ საბავშვო წიგნები სიმსივნეზე

ანგუს ოლსენი არის ონკობავშვის მშობელი რომელიც ქმნის განსაკუთრებულად პოზიტიურ ილუსტრაციების ბავშვთა სიმსივნეების თემატიკაზე. აღნიშნული ილუსტრაციებით შეიქმნა წიგნების სერია, რომელიც განკუთვნილია სპეციალურად ონკობავშვებისათვის, რათა მშობლებს გაუმარტივდეთ შვილებისთვის სხვადასხვა მტკივნეული პროცედურებისა და მათი დაავადებების ახსნა. წიგნების სერია შეგიძლიათ იხილოთ ქართულ ენაზეც!

წიგნების სია:

  1. ჩემი სიმსივნე
  2. ჩემი ცენტრალური ვენის კათეტერი
  3. ჩემი ქიმიო პორტი
  4. ჩემი პერიფერიული კათეტერი
  5. ჩემი მუცელი
  6. ჩემი სკანირება
  7. ჩემი წამლები
  8. ჩემი ნაზოგასტრული მილი
  9. ჩემი თვალის პროთეზი

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებზე ზრუნვის ევროპული სტანდარტები

2009 წელს, საერთაშორისო ორგანიზაცია SIOPE-ს დამსახურებით შეიქმნა უნივერსალური დოკუმენტი, რომელშიც ჩამოყალიბებულია ონკოპაციენტ ბავშვებზე ზრუნვის მინიმალური სტანდარტები. მოცემული დოკუმენტი სარეკომენდაციო სახეს ატარებს და მისი შექმნის მთავარი მიზანი არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით დააჩქაროს პედიატრიულ ონკოლოგიაში არსებული ხარვეზების გამოსწორების პროცესი. განვითარების დაჩქარების ტემპი, რათა ონკოპაციენტმა ბავშვებმა და მათმა მშობლებმა იცოდნენ ის მინიმუმი, რასაც უნდა იღებდნენ მკურნალობისა და რეაბილიტაციის ეტაპებზე. სტანდარტების დოკუმენტი 23 ენაზეა თარგმნილი და მათ შორის 23-ე სწორედ ქართული ვერსიაა.

ონკოპაციენტ ბავშვებზე ზრუნვის ევროპული სტანდარტებიჩამოტვირთვა

ჩემი თავგადასავალი ჩანახატებად

გასაფერადებელი წიგნი ონკოპაციენტი ბავშვებისათვის

გასაფერადებელი წიგნი შეიქმენა სპეციალურად ონკოპაციენტი ბავშვებისათვის, რათა მკურნალობის დროს გაუმარტივდეთ კლინიკასთან და ახალ ადამიანებთან ადაპტაცია. ლეიკემიისა და ლიმფომის საზოგადოების (Leukemia and Lymphoma society) ნებართვით ორგანიზაცია ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირებმა გასაფერადებელი თარგმნა ქართულ ენაზე, რათა საქართველოშიც ჰქონოდათ ბავშვებს წვდომა მასზე. წიგნის ფორმატი მორგებულია A4-ის ფორმატს და შესაბამისად, მისი ამობეჭდვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. წიგნის ჩამოსატვირთად დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ღილაკს – ჩამოტვირთვა.

ჩემი თავგადასავალი ჩანახატებადჩამოტვირთვა

ძებნა

© ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები 2023. Powered by WordPress