ელენე ჩირგაძე, 12 წლის, სრული რემისია, ოსტეოსარკომა
ელენიკო 10 წლის იყო ფეხი რომ ასტკივდა, ვიზუალურად თითქოს არაფერი ეტყობოდა. ამიტომ ქუთაისში ექიმთან რენტგენის გადაღება გადაწყდა, იქვე მიხვდნენ სავარაუდო დიაგნოზი რაც შეიძლებოდა ყოფილიყო და ამიტომ ბიოფსიის გასაკეთებლად თბილისში გამოუშვეს.
სამწუხაროდ ელენიკოს ოსტეოსარკომა დაუდასტურდა. დიაგნოზის დასმისთანავე გადაწყდა ელენიკოს საფრანგეთში წაყვანა. კეთილი ადამიანების, ოჯახის, მეგობრების და ნათესავების დახმარებით მათ შეძლეს და ძალიან მალე ჩვენი ღიმილიანი გოგო უკვე საფრანგეთის კლინიკაში იწვა.
16 ქიმიოთერაპიის კურსი ჩაიტარა სუპერგმირმა ელენიკომ. შემდეგ ოპერაციაც გაკეთდა და მას შემდეგ კიდევ 5 ძლიერი ქიმიოთერაპიის კურსი გაიარა
სიტყვებით შეუძლებელია გადმოსცე ის ტკივილი, შეშფოთება, სევდა და იმედგაცრუება როცა 10 წლის გოგოს სიმსივნესთან უწევს ბრძოლა, მაგრამ როგორც ელენიკოს დედიკომ გვითხრა, ძალას თვითონ ელენე აძლევდა, მისი შეუპოვრობითა და სიმშვიდით
ჩვენი პოზიტივი გმირი გოგო ახლა 12 წლისაა და მხოლოდ კონტროლზე უწევს სიარული – დადგა სრული რემისია! ელენიკო გამარჯვებულია!
ელენიკო და მისი დედიკო გირჩევთ, რომ არასოდეს დანებდეთ
#მართასსახელით გაიგე მეტი!
