ააიპ ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები არის ორგანიზაცია, რომლის მიზანია ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების მხარდაჭერა. მხარდაჭერაში კი მოაზრება ფინანსური დახმარებაც, რადგან არც საქართველოს შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ონკობავშვების მკურნალობა და რეაბილიტაცია სრულად არ ფინანსდება!
ასევე, საქართველოში ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური განყოფილება მხოლოდ ერთ კლინიკას აქვს, რომელიც მდებარეობს თბილისში!
შესაბამისად, ყველა ვინც თბილისის გარეთ ცხოვრობს უწევს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, კარგავენ სამსახურს და საბოლოოდ ოჯახები უმეტეს შემთხვევაში ღატაკდებიან!
ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები არის ორგანიზაცია, რომელიც არ იყენებს საკუთარ ანგარიშებს კონკრეტული ბავშვის მკურნალობის თანხის აგროვებისას! ჩვენ გვაქვს შექმნილი საქველმოქმედო ჯგუფი Facebook-ზე სადაც შეგიძლიათ სრულყოფილი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ბენეფიციარებზე, დაუკავშირდეთ ოჯახებს და იხილოთ ბავშვის მშობლების ანგარიშის ნომრები! შესაბამისად, თანხა პირდაპირ გადარიცხოთ ბავშვთან და არა საშუამავლო ფონდში! საქველმოქმედო ჯგუფის სანახავად დააჭირეთ აქ!
ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები გამორჩეულ დღესასწაულებზე, ყოველთვის გეგმავს კოლექტიურ საქველმოქმედო აქციებს კლინიკაში აქტიური მკურნალობის ეტაპზე მყოფი ონკობავშვების გასახარებლად! მსგავსი აქციების საშუალებით ხალხის დახმარებით შეგროვებული თანხებით ვყიდულობთ საჩუქრებს და მიგვაქვს კლინიკაში!
ასეთი თარიღებია: ახალი წელი და 1 ივნისი
წლევანდელი 1 ივნისის საქველმოქმედო აქციის სანახავად გთხოვთ დააჭიროთ აქ!
ფოტოები




