მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პედიატრიულ სიმსივნეებში მთავარი მიზანია ნაადრევი დიაგნოსტიკის მიღწევა. ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილ სიმსივნეს ბევრად მაღალი გადარჩენის მაჩვენებლები აქვს. შესაბამისად, მკურნალობაც შედარებით მარტივად ხდება და გვიანი უკუჩვენებებიც ნაკლებია. სამწუხაროდ, ონკობავშვები, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში, ხშირად არასწორი დიაგნოზისა და დაგვაინებული დიაგნოსტიკის მსხვერპლი ხდებიან. ეს კი გამომდინარეობს პირველ რიგში საზოგადოებაში დაბალი ცნობიერებით, როდესაც საგანგაშო სიმპტომებს არც ექიმი და არც მშობელი ყურადღებას არ აქცევს. აქედან გამომდინარე, ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა პედიატრიული სიმსივნების შესახებ.
სიმპტომების და ნიშნების ცოდნა, დაკვირვება და მზაობა აღნიშნული საკითხის მიმართ, უკეთეს შედეგებს იძლევა! სწორედ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორებიცაა WHO, CCI, SIOP და სხვა.
მსოფლიოში არსებობს სპეციალურად დაარსებული სიმბოლური თარიღები, როცა ყველა განვითარებული ქვეყანა ერთიანდება პედიატრიული სიმსივნეების შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის!
- 15 თებერვალი – ბავშვთა სიმსივნეების საერთაშორისო დღე (ICCD) – დაარსდა 2002 წელს და დღეს უკვე მსოფლიოს ყველა ქვეყანა აღნიშნავს ამ დღეს! მიზანია, გავაგებინოთ ყველას, რომ პედიატრიული სიმსივნეები განკურნებადია თუ მოხდება მათი ადრეულ ეტაპზე სწორი დიაგნოსტირება, სწორი მკურნალობა და შესაბამისი რეაბილიტაცია.
- სექტემბერი – მსოფლიოში ბავშვთა სიმსივნეების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა! დაარსდა 2015 წელს, როგორც სიმბოლო ერთიანობისა, სადაც ყველა ვერთიანდებით პედიატრიული სიმსივნეების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და დამარცხებისათვის! ყვითელი ბაფთა სწორედ სექტემბერთან ასოცირდება, რადგან სექტემბრის თვისა და ბავშვთა სიმსივნეების სიმბოლურ აღმნიშვნელად შეიქმნა ყვითელი ბაფთაც!
პირველი საბავშვო მხატვრული წიგნი სპეციალურად ონკობავშვებისთვის – “მამაცი მეივა” – გამარჯვების ისტორია !
როდესაც საკითხი ბავშვთა სიმსივნეების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეხება, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფაქტების პოზიტიურად გადმოცემის უნარს. ეს კი ნამდვილად შეძლო მეივას დედიკომ, ჯოენ პუნმა, რომელმაც შვილის ავადობის პერიოდში საბავშვო მხატვრული წიგნი დაწერა! წიგნის მიზანია მშობლებს დაეხმაროს მცირეწლოვან ბავშვებში მძიმე დაავადებაზე სწორი ტაქტიკით ინფორმაციის მიტანაში.
სექტემბერი ბავშვთა სიმსივნეების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა! “მამაცი მეივა” ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი, საქართველოში პირველი მხატვრული წიგნია. წიგნის ავტორი, სინგაპურელი ქალბატონი ჯოენ პუნი არის ლიმფომით დაავადებული ბავშვის მშობელი, რომელმაც შვილის მკურნალობის პერიოდში დაწერა წიგნი და დღეს საკმაოდ დიდი აღიარებით და პოპულარობით სარგებლობს. ქართულ ენაზე წიგნის თარგმნა და შემდეგ ტირაჟირება მოხდა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, მარიამ მითაიშვილის მიერ. მარიამი არის საქართველოში პირველი ორგანიზაციის დამფუძნებელი, რომელიც მუშაობს საზოგადოებაში პედიატრიული სიმსივნეების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
წიგნის ელექტრონული ვერსიის გადმოსაწერად გთხოვთ დააჭირეთ აქ!

ფოტო და ვიდეო მასალა წიგნის პრეზენტაციიდან








სტუმრად დილის გადაცემაში – თემა – მამაცი მეივას პრეზენტაცია!