Skip to content
Menu
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • შექმნის ისტორია
    • ჩვენი მიზნები და ხედვა
    • ჩვენი გუნდი
    • სიახლეები
    • კონტაქტი
  • პროექტები
    • ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროექტი
    • ადვოკატირება
    • საქველმოქმედო აქციები
    • ცნობიერების ამაღლება
  • სუპერგმირები
    • რეალური ისტორიები
    • ილუსტრაციები
  • საინფორმაციო მასალა
    • ოჯახების მხარდაჭერა
    • სტატისტიკა
    • გაიგე მეტი ბავშვთა სიმსივნეების შესახებ
  • პარტნიორები
    • კორპორატიული პარტნიორობა
  • შემოგვიერთდი
    • მოხალისე
    • დონაცია
    • ამბასადორის პროგრამა
  • გალერეა
    • ფოტო მასალა
    • ვიდეო მასალა
ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები

ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები

ონკობავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა

დონაცია

ადვოკატირება

ააიპ ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები არის ონკობავშვების მშობელთა გაერთიანება, რომელიც იბრძვის საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიაში უკეთესი მკურნალობის, დაფინანსების და რეაბილიტაციის სერვისებისათვის!

სტუმრად გადაცემაში “ახალი დღე”

რა არის ადვოკატირება?

ადვოკატირება არის პრობლემის დღის წესრიგში დასმის, პრობლემის გადაჭრის უზრუნველყოფის და პრობლემაზე და მის გადაჭრაზე მოქმედების მხარდაჭერის ინსტრუმენტი. ადვოკატირება საზოგადოებრივი საქმიანობაა, რომელსაც არ აქვს პროფესია. ადვოკატირება მიზნად ისახავს საზოგადოებრივი მდგომარეობის გამოსწორებასა და განვითარებას. ბრძოლას უკეთესისთვის!

ადვოკატირების მიზნებში მოიაზრება:

  • საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ბავშვთა სიმსივნეების შესახებ
  • ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მხარდამჭერთა ჯგუფებისა და სერვისების შექმნა
  • ძლიერი პოლიტიკური ნება, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტი გახდეს ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების უმაღლესი სტანდარტით მკურნალობა და რეაბილიტაცია
  • ფინანსური მხარდაჭერის გაძლიერება ონკობავშვებისა და მათი ოჯახებისათვის, როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადიების მხრიდან
  • სტაბილური ხელმისაწვდომობა ხარისხიან მკურნალობაზე, წამლებზე და სერვისებზე
  • ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტების ხარისხის და ფასის მკაცრი კონტროლი
  • მუდმივად განახლებადი მიდგომები, სტანდარტები, პროტოკოლები და გაიდლაინები
  • ონკობავშვების გამართული რეგისტრი და ქვეყნის ჩართულობა საერთაშორისო კვლევებში
  • ოჯახზე და ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნა კლინიკებში და სარეაბილიტაციო ცენტრებში (რომელიც ჯერ არც კი გვაქვს)
  • განკურნებული ბავშვებუს რესოციალიზაციის, რეაბილიტაციის და მუდმივი ხარისხიანი ჯანმრთელობის კონტროლის ხელმისაწვდომობა

ააიპ ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები გამუდმებით გამოთქვამს მზაობას რათა ადვოკატირების ნაწილში ჩართული იყოს მედია.

ააიპ ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები არის პედიატრიული ონკოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების (SIOP) წევრი ორგანიზაცია!

თუ გსურთ მეტი გაიგოთ რას ვითხოვთ ონკობავშვების მშობლები, რას გვპასუხობს სახელმწიფო და ერთადერთი კლინიკა, სადაც ბავშვების მკურნალობაა შესაძლებელი, უყურე სრულ გადაცემას:

ონკობავშვების “რეალური სივრცე” საზოგადოებრივ არხზე!

ძებნა

© ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები 2023. Powered by WordPress