1 ივნისამდე 25 დღე დარჩა! ეს კი ნიშნავს, რომ მზადება დაწყებულია
შარშან, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს, რომლებიც 1 ივნისს კლინიკაში შეხვდნენ, თქვენი დახმარებით მივუტანეთ საჩუქრები და დღე გავუხალისეთ
ანალოგიურად, წელსაც ვიწყებთ მზადებას 1 ივნისის დღესასწაულისთვის, რათა ონკობავშვებმა ვერ იგრძნონ გარემოსთან წყვეტა საკუთარი მძიმე დაავადების გამო და შეძლონ ამ დღის სრულფასოვნად აღვნიშვნა!
წელს კიდევ უფრო მასშტაბურად უნდა შევძლოთ დაახლოებით 100 ბავშვის გახარება!!! ჩვენ გვჯერა, რომ #მართასსახელით 2022 წლის 1 ივნისი ყველასთვის დასამახსოვრებელი იქნება
საჩუქარს მიიღებს ყველა, ვინც 1 ივნისს იწვება ბავშვთა ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებაში და ყველა ვინც 1 ივნისის მონაცემებით იქნება დაცვითი თერაპიის აღრიცხვაზე კლინიკაში!
როგორ შევარჩევთ საჩუქრებს?
რადგან კლინიკაში ხვდება ყველა ასაკის ბავშვი, ამიტომ 1 ივნისამდე ერთი კვირით ადრე მოგვაწვდიან ინფომაციას ბავშვების ასაკებისა და სახელების შესახებ. სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგროვებული თანხით შევიძენთ საჩუქრებს!
ვისაც სურვილი აქვს ამ დღესასწაულში საკუთარი წვლილი შეიტანოს დააჭირეთ ბმულს და გადადით ჩვენი FB ჯგუფში!
ასევე, თუ ვინმეს გაქვთ კომპანია ან/და ორგანიზაცია და გსურთ ამ აქტივობაში ჩართვა, გთხოვთ მოგვწეროთ ერთიანები ძალებით კიდევ უფრო მეტს შევძლებთ!!!
ათვლა დაიწყო!!!