Skip to content
Menu
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • შექმნის ისტორია
    • ჩვენი მიზნები და ხედვა
    • ჩვენი გუნდი
    • სიახლეები
    • კონტაქტი
  • პროექტები
    • ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროექტი
    • ადვოკატირება
    • საქველმოქმედო აქციები
    • ცნობიერების ამაღლება
  • სუპერგმირები
    • რეალური ისტორიები
    • ილუსტრაციები
  • საინფორმაციო მასალა
    • ოჯახების მხარდაჭერა
    • სტატისტიკა
    • გაიგე მეტი ბავშვთა სიმსივნეების შესახებ
  • პარტნიორები
    • კორპორატიული პარტნიორობა
  • შემოგვიერთდი
    • მოხალისე
    • დონაცია
    • ამბასადორის პროგრამა
  • გალერეა
    • ფოტო მასალა
    • ვიდეო მასალა
ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები

ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები

ონკობავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა

დონაცია

ჩვენი მიზნები და ხედვა

ჩვენ ვთვლით, რომ ყველა ბავშვი, რომელიც სიმსივნეს ებრძვის სუპერგმირია! მაგრამ თანადგომა ხომ გმირებსაც სჭირდებათ?

‘’ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები’’ არის ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანი ონკოდაავადებებთან მებრძოლი ბავშვების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაა.  მკურნალობისა და რეაბილიტაციის პერიოდში მნიშვნელოვანია ინფორმაციული და ფინანსური მხარდაჭერა. ორგანიზაცია ცდილობს, ბავშვთა სიმსივნეების შესახებ აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება, დაიცვას ბავშვებისა და მათი მშობლების უფლებები და დაუკმაყოფილოს მათ ყოველდღიური საჭიროებები.

ონკობავშვების ფუნდამენტური უფლებები, სიცოცხლის ხარისხი და სამედიცინო მომსახურება უნდა იყოს უმაღლეს დონეზე დაცული. აქედან გამომდინარე, ორგანიზაციის ძირითად მიზნებად შეგვიძლია გამოვყოთ:

1. საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ბავშვთა სიმსივნეების შესახებ;

2. ონკობავშვების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება;

3. ონკობავშვებისა და მათი მშობლების უფლებების დაცვა;

4. ინფორმაციული და ფინანსური მხარდაჭერა ონკობავშვების მკურნალობასა და სარეაბილიტაციო პერიოდში.

ორგანიზაცია მუშაობს საქართველოში სისტემური ხარვეზების გამოსწორებაზე, ონკობავშვებისთვის ღირსეული გარემოს შექმნაზე და მათი ყოველდღიური საჭიროებების მხარდასაჭერად მუდმივად ჩართულია საქველმოქმედო მიმართულების აქციებში.

სახელმწიფოსთან ონკობავშვების პრობლემების ადვოკატირეკა კი 2022 წლის მთავარი მიზანია! სწორედ ამას ემსახურება ონკობავშვების მკურნალობის დაფინანსების გაზრდის მოთხოვნა და ყველა აქტივობა რაც საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

ძებნა

© ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები 2023. Powered by WordPress