გიორგის 9 წლის ასაკში, 2018 წელს დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნის – ლიმფობლასტური ლიმფომა T ფორმის დიაგნოზი, მეოთხე სტადია!
გიორგიმ მის ოჯახთან ერთად ურთულესი გზა გაიარა საფრანგეთში, სადაც სასწრაფოდ გაემგზავრა სამკურნალდ. სრულად განკურნებისათვის საჭირო იყო პოლიქიმიოთერაპიის ოთხი კურსი, რომელიც 8 თვე გაგრძელდა. შემდეგ კი 1 წელი და 4 თვე დაცვითი თერაპია, რომლის ჩამთავრების შემდეგაც, გიორგიმ საბოლოო გამარჯვება იზეიმა!
უკვე 4 წელია გასული რაც ჩვენი სუპერგმირი სრულ რემისიაშია!
ახლა გიორგი 13 წლის არის და პერიოდულ კონტროლს აგრძელებს საქართველოსა და საფრანგეთში პარალელურად!
ჩვენ ვუსურვებთ გიორგის ჯანმრთელობას და ბევრ საინტერესო დღეებს!
#მართასსახელით გაიგე მეტი! ბავშვებში სიმსივნე განაჩენი არ არის!
