გამარჯვება რაბდომიოსარკომაზე!


გამარჯვებული სუპერგმირის ახალი ისტორია?‍♂️

ლუკას ამბავს ძალიან საინტერესოდ გვიყვება მისი გმირი დედიკო:

“გამარჯობათ?
მე მზია ვარ ციკოლია!

ყვითელი ბაფთის ? ისტორია 2019 წლის 16 მარტს გავიგე გავშიფრე და მოვიძიე მის შესახებ ყველაფერი… მაშინ მივხვდი, რომ სანამ ამ ყველაფერს შენს თავზე არ გამოცდი, ვერ მიხვდები მათ როგორ სტკივათ, რას გადიან..

ჩვენი ზღაპარი ასე დაიწყო….

ჩემი შვილი, ლუკა ქორთუა 5 წლის იყო, როცა მუცლის არეში ასტკივდა, ჩვენ კი ზედმეტ ჭამას დავაბრალეთ. მაგრამ არ დაუწყნარდა.. შევამჩნიეთ რომ ბავშვს ფერი ეკარგებოდა და გული მისდიოდა.. გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება და გადავიყვანეთ კლინიკაში. ✅

დაამტკიცეს და გადაწყვიტეს რომ ბრმანაწლავი იყო. გადაწყდა ოპერაცია. ლუკას ამ 5 წლის განმავლობაში გარდა გეგმიური აცრებისა არაფერი არასდროს გაუკეთებია და არ აწუხებდა…

ვინაიდან მე დედა არ ვიყავი თანახმა ოპერაციაზე, მამამ მოაწერა ხელი და შეიყვანეს საოპერაციო ბლოკში ….. 30 წუთი გაგრძელდა ოპერაცია, გამოდის ქირურგი და ვეკითხები:

– რა ხდება როგორ ჩაიარა ოპერაციამ თქო?
პასუხი იყო ასეთი, იქვე კარებთან მახარა რომ:

– ბავშვს ძალიან დიდი ზომის სიმსივნე აქვს. ?

იმავე საღამოს ინფორმაცია გადაეცა იაშვილის კლინიკას და დაინიშნა შეხვედრა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ლუკა რეამობილით სასწრაფოდ უნდა გადაეყვანათ იაშვილში და ეგრევე დაეწყოთ ქიმიოთერაპია. რაზეც მე კატეგორიული უარი განვაცხადე, რადგან არ მჯეროდა ამ ყველაფრის და ეს ყველაფერი არარეარულად მიმაჩნდა…

გადავწყვიტე ბილეთები გვეყიდა და საზღვარგარეთ წავსულიყავით…. ავირჩიეთ საფრანგეთი ?

22 მარტს, საღამოს 10 საათზე ჩავფრინდით პარიზში. ამ დროს ლუკა ტამპონით, 8 ნაკერით და ღია ჭრილობით იყო.. რათქმაუნდა ღმერთს მივენდეთ ? და ვიცოდით, რომ ეს ძალიან სარისკო იყო…?
იმ ღამესვე გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება, რადგან ლუკას ჭრილობა დასამუშავებელი იყო. იმ წუთასვე გადაიყვანეს საავადმყოფოში და გადაიღეს ეხოსკოპია სადაც ნახეს წამონაზარდი.

დიაგნოზი დაისვა – რაბდომიოსარკომა ემბრიონალური. თვითონვე გადამისამართება გააკეთეს პარიზის ონკოლოგიურ საავადმყოფოში?

დავიწყეთ მკურნალობა! 2 კვირაში შედგა კონსილიუმი და დაგვინიშნეს?

9 ქიმიოთერაპია
1 ოპერაცია (ნაწილი მასის ამოკვეთა)
3 დღე ქუღი თერაპია
28 რადიო თერაპია
6 თვე დაცვითი ტაბლეტი
1 წელიწადი და 4 თვეში მოვრჩით სრულ მკურანლობას.?

2020 წლის 1 ივლის დავიწყეთ კონტროლი.?‍♂️

?ლუკა ეხლა 8 წლისაა, ის სკოლაში დადის და ძალიან კარგად გრძნობს თავს ?

უფლის გვჯეროდეს და სასწაულებიც მოხდება❣

#მართასსახელით ავამაღლოთ ცნობიერება ბავშვთა სიმსივნეების შესახებ!