როცა ბავშვს უდასტურდება ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი, ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის დიაგნოზი, ეს მთლიანი ოჯახის დიაგნოზია! სწორედ ამიტომ, ონკობავშვებზე ზრუნვა თავისთავად მოიცავს ოჯახების მხარდაჭერას, განსაკუთრებით კი მშობლების, რომლებიც უმეტეს წილად პაციენტის თავმდგმურები არიან.
მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა უმაღლეს დონეზე არის განვითარებული, მაგალითად ევროპასა და აშშ-ში, მაინც არსებობს სოციალურ ქსელებში ონკოპაციენტების ჯგუფები. ონკობავშვების მშობლებს შექმნილი აქვთ არაერთი დახურული თუ ღია სივრცეები სადაც ეკონტაქტებიან ერთმანეთს, ცვლიან აზრებს, უზიარებენ გამოცდილებას, ეხმარებიან და ამხნევებენ ერთმანეთს!
ადამიანების უმეტესობას სჭირდებათ უფრო ახლოს იყვნენ იმ ხალხთან ვინც ანალოგიურ გზას გადის. მათ შორის განსაკუთრებული ემოციური კავშირი დგება, რის შემდეგაც ბევრად უფრო ახლობლები ხდებიან ვიდრე სხვა ნაცნობი ადამიანები მათ ცხოვრებაში.
სწორედ ამ მიზნით შეიმქნა “ონკობავშვების მშობლების ჯგუფი – ბავშვთა სიმსივნეები”, სადაც დღეის მდგომარეობით 400-მდე მშობელია გაერთიანებული. ჯგუფი არის დახურული და მხოლოდ ონკობავშვების მშობლებს ან/და მათ მეურვეებს შეუძლიათ გაწევრიანება. ეს გარემო იცავს მშობელს გარეშე პირების ჩართულობისგან და ოჯახური გარემოს უზრუნველყოფა ხდება. ჯგუფის სანახავად და გასაწევრიანებლად გთხოვთ დააჭიროთ აქ!
