სექტემბერი ბავშვთა სიმსივნეების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა!
2021 წლის სექტმებერში EWMI ACCESS მხარდაჭერით 26 ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვსა და მის მშობელს უსასყიდლოდ მიეწოდებოდა ფსიქოთერაპევტების დახმარება. სესიები მოიცავდა არტ-თერაპიას, როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფურად.
პროექტის ფარგლებში საფუძველი ჩაეყარა ონკობავშვების სიცოცხლის უფლებისთვის ბრძოლას! შეიქმნა პეტიცია სახელად “ერთად, ბავშვების სიცოცხლის უფლების დასაცავად!”, სადაც მშობლები ითხოვდნენ:
- სრულად დაფინანსდეს სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხარჯები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, სავალდებულო გამგზავრების შემთხვევაში;
- სრულად დაფინანსდეს ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის საკონტროლო კვლევები მკურნალობასა და რეაბილიტაციის პერიოდში.
დღეისათვის, პეტიციის მოთხოვნამ სასამართლოში გადაინაცვლა, სადაც სახელმწიფოსგან ვითხოვთ ზემოთხსენებული და არამარტო, პირობის შესრულებას!
ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვები იმსახურებენ მეტს!
უმაღლესი სტანდარტის მკურნალობის და სამედიცინო მომსახურების მიღება ონკობავშვების უფლებაა და არა პრივილეგია!!!