გამარჯვება ვილმისის სიმსივნეზე


ჩვენი სუპერგმირი დღეს 5 წლის ლილე გოგოა?

მის ისტორიას ლილეს დედიკო გვიყვება:

“მოკლედ რომ დავიწყოთ, ჩვენი ისტორია ასეა .. 2017 წელს 1 წლის და 4 თვის ლილეს საქართველოში დაუსვეს ვილმსის სიმსივნის დიაგნოზი. ? მაშინვე წავედით თურქეთში?

წარმატებით ჩატარდა ოპერაცია და დათესილი ნიმუშების პასუხის შემდეგ დაიგეგმა მკურნალობა – ხანგრძლივი ქიმიოთერაპია?

ჩვენ ეს მკურნალობა განვაგრძეთ საქართველოში, თუმცა იმ პროტოკოლით არ იხელმძღვანელეს იაშვილის კლინიკაში და თავიანთი სქემით შეუდგნენ მკურნალობას. მკურნალიბის დასრულებისთანავე ერთ თვეში ფილტვზე წამოვიდა რეციდივი.❌

ამის შემდეგ, ისევ წავედით თურქეთში და იქ გავიკეთეთ უმძიმესი 7 ქიმიის კურსი. 2018 წელს უკვე ფილტვზე ჰქონდა რაღაც წერტილები, მაგრამ იმდენად პატარა, რომ ოპერაციას ვერ გააკეთებდნენ ?

ამის შემდეგ 8 თვის თავზე, კონტროლზე თურქეთში ნახეს, რომ ერთ-ერთ წერტილს ისევ ზრდა ჰქონდა დაწყებული.? დაიგეგმა ოპერაცია? ამოკვეთეს ეს სიმსივნური წარმონაქმნი და ციტოლოგიის პასუხი იყო ასეთი – 60% დანეკროზებული (მკვდარი) და 40 % ვილმსისი სიმაივნის უჯრედი იყო❌

ამიტომ, ისევ დაგეგმეს ქიმია შედარებით იოლი 6 კურსი. ? 3 კურსის მერე გავიკეთეთ პეტ კატე და პეტმა აჩვენა, რომ ჩვენს ორგანიზმში სიმსივნური უჯრედი საერთოდ არ იყო? თუმცა დანარჩენი სამი ქიმიაც გავიკეთე პროფილაქტიკითვის.. ასე იყო ჩვენი ისტორია..?

დღეს ლილე უკვე ერთი წელია მშვიდად და ჯანმრთელად არის? სამ თვეში ერთხელ ვიკეთებთ გამოკვლევებს. ზუსტად ასეთი ჩავიტარეთ ერთი კვირის წინ და მადლობა ღმერთს გვაქვს კარგი პასუხები♥️

ვინც ახლა გადის ამ გზას, მინდა მათ ვუთხრა, რომ გამაგრდით, იფიქრეთ მხოლოდ კარგზე და აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება.?
მხოლოდ დადებითი ემოციები გადასცენ თავიანთ შვილებს და აუცილებლად, აუცილებლად ყველაფერი იქნება კარგად..?‍♀️

ამ ყველაფრის დროს ლილეს ვაჩუქეთ ძმა და და ☺️❤️??‍?

#მართასსახელით ავამაღლოთ ცნობიერება ?️