საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით 2015-2020 წლებში 0-დან 5 წლამდე ასაკის 258 ბავშვს დაუდასტურდა ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი.

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით 2016-2021 წლებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულია 643 ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვი – ჯამურად 4,480,930 ლარით.
- 2016 წელი (ოქტომბერი-დეკემბერი)-26 ბავშვი, დაფინანსების ჯამური თანხა-138,500ლარი
- 2017 წელი – 126 ბავშვი, დაფინანსების ჯამური თანხა-464,352 ლარი
- 2018 წელი – 106 ბავშვი, დაფინანსების ჯამური თანხა-538,087 ლარი
- 2019 წელი – 136 ბავშვი, დაფინანსების ჯამური თანხა-808,231 ლარი
- 2020 წელი – 147 ბავშვი, დაფინანსების ჯამური თანხა-1,234,777 ლარი
- 2021 წელი (იანვარი-ივლისი)- 102 ბავშვი, დაფინანსების ჯამური თანხა-1,296,983 ლარი
ბავშვები იმსახურებენ მეტს!

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით 2015-2020 წლებში ონკო-ბავშვების რაოდენობის განაწილება რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება:
- თბილისი – 234
- ქვემო ქართლი – 81
- იმერეთი – 79
- აჭარა – 65
- სამეგრელო და ზემო სვანეთი – 56
- შიდა ქართლი – 54
- კახეთი – 47
- სამცხე-ჯავახეთი – 29
- გურია – 15
- მცხეთა-მთიანეთი – 11
- აფხაზეთი – 11
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1
ჯამში 2015-2020 წლებში საქართველოში 683 ბავშვს (0-დან 18 წლამდე) დაესვა ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი.

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში 2000-ანი წლების დასაწყისში აღინიშნებოდა დისპანსერული აღრიცხვიანობის სისტემის მოშლა. შედეგად, ონკოლოგიური ავადმყოფების ოჯახის ექიმებთან მეთვალყურეობაზე გადაცემა, რამაც გამოიწვია ავთვისებიანი სიმსივნეების რეგისტრაციის გართულება და გავრცელების რეალური სურათის დამახინჯება, რაც გამოიხატა ავთვისებიანი სიმსივნეების ავადობის და სიკვდილიანობის მაჩვენებლების შემცირებით. საქართველოს მაჩვენებლები გლობალურ, განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი იყო. ონკოლოგიურ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის გაუმჯობესების მიზნით საქართველოში 2015 წლის 1 იანვრიდან ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა კიბოს პოპულაციური რეგისტრი.
სწორედ ამიტომ, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების სტატისტიკური მონაცემები მხოლოდ 2015 წლის შემდეგ არსებული მონაცემებით არის ხელმისაწვდომი.

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ბავშვებში ყველაზე მეტად გავრცელებული სიმსივნეებია:
- ლეიკემია
- ლიმფომა
- თავის ტვინის სიმსივნეები
- ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე

როგორია საქართველოს სტატისტიკა პედიატრიულ სიმსივნეებში?
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით, წლიურად საშუალოდ 100 ბავშვს უდასტურდება ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი.
2015-2020 წლებში 0-დან 18 წლამდე 683 ბავშვს დაესვა კიბოს დიაგნოზი, ხოლო 18-დან 21 წლამდე 315 მოზარდს.

როგორია მსოფლიო სტატისტიკა?
ინფორმაცია ეყრდნობა საერთაშორისო ორგანიზაციების CCI, ICCD და SIOP მონაცემებს.



